საზოგადოება
20.01.2023 13:45
ქიწნისის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „თერაპევტი“ და სასურველია, გაჩნდეს ექიმის თანამდებობაზე ან ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600-660 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 28 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

სამუშაოს დაწყების თარიღად პირველი თებერვალია მითითებული.

კვირის ამბები