გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი, მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. პირებს, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები(0-დან18-წლამდე) სარეიტინგო ქულა კი, მიღებული აქვთ 0-დან– 70 000-ის ჩათვლით, ადგილობრივი თვითმმართველობისგან შემწეობის სახით 500 ლარი გადაეცემათ. იმ ბენეფიციარებზე კი, ვისაც70 000-დან 100 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა აქვთ მინიჭებული - 300 ლარის გაცემაა განსაზღვრული.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით 200 ლარის ოდენობით ფულად დახმარებას მიიღებენ 100 000-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებიც.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. აღნიშნულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. მერიაში წასადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც საკრებულოს შესაბამისი დადგენილებაში, ასევე, ვებგვერდზე: MS.GOV.GE