საზოგადოება
20.01.2023 12:15
გორის მერია, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, შშმ ახალგაზრდებს ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას შეასწავლის

გორის მუნიციპალიტეტის მერია განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამას აგრძელებს.

პროგრამის ფარგლებში, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში, შშმ ახალგაზრდები ტიხრული მინანქრის ნაკეთობების დამზადებას შეისწავლიან.

„თანადაფინანსებული პროექტის მიზანი ტიხრული მინანქრის ხელობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გადამზადება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობაა. ასევე, პროექტში ჩართული პირების საზოგადოებაში ადაპტაცია და გამოფენებში მონაწილეობის მიღება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამის ფარგლებში გადამზადდებიან შშმ ახალგაზრდები, რომლებიც კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან არსებულ დღის ცენტრში სწავლობენ.

ცნობისთვის, გორის მერია თანადაფინანსების პროექტს, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, რამდენიმე წელია ახორციელებს.

კვირის ამბები