საზოგადოება
22.01.2020 14:03
ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება

სოფელ ნადარბაზევში შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც წინადადებების მიღება 25-დან 30 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პროექტის საწყისი ღირებულება 795 295 ლარია.

საერთო ჯამში, სოფელში არსებული გზის 2 532 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. ცნობილია ისიც, რომ აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ,6 თვეში დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებს რამდენიმე ათეული წელია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. გზის სავალ ნაწილზე დაზიანებულია ასფალტბეტონის საფარი, რაც გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნის როგორც მძღოლებს, ასავე ფეხით მოსიარულეებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, ნადარბაზევში ზემოხსენებული პრობლემა მოგვარდება.

კვირის ამბები