საზოგადოება
18.01.2023 16:11
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა პათოლოგიის მქონე პირები მედიკამენტების შესაძენად დახმარებით ისარგებლებენ

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები გარკვეული კატეგორიის მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად ადგილობრივი თვითმმართველობისგან ფულად დახმარებას მიიღებენ. მერიის ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლებენ: ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები; პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები; თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით); ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით) და თვალის ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გლაუკომა, სამედიცინო კოდი H40 დან – H42 ჩათვლით; H42* სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით). რაც შეეხება მედიკამენტების შესაძენი თანხის წლიურ ლიმიტს, 300 ლარია.

როგორც მერიაში აცხადებენ, დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურების ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.

კუთვნილი დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.

კვირის ამბები