საზოგადოება
18.01.2023 15:56
კიევის ოლქში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა

კიევის ოლქში, ბროვარში, საბავშვო ბაღთან ახლოს, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი დაიღუპა, ასევე დაღუპულია მონასტირსკის პირველი მოადგილე ევგენი ენინი და სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი.

ბოლო ინფორმაციით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული, გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია.

ვერტმფრენში 9 პირი იმყოფებოდა, 9 ადამიანი კი იმ ტერიტორიაზე დაიღუპა, სადაც ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამასთანავე, სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება 22-მა პირმა მიიღო, რომელთა შორის 10 ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კვირის ამბები