გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა და ამჟამად მისგან სრულად განკურნება შეუძლებელია, თუმცა, სწორი და დროული დიაგნოსტირება დაავადების პროგრესირებას აჩერებს და მის სწორად მართვაში გეხმარებათ.
ოფთალმოლოგთა თქმით, გლაუკომა, საწყის ეტაპზე, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, გლაუკომას „მხედველობის ჩუმ ქურდსაც“ უწოდებენ. ძალიან ხშირად, როდესაც პაციენტი მიმართავს ექიმს, მხედველობა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. გლაუკომით დაკარგული მხედველობა კი, სამწუხაროდ, აღარ აღდგება.
„გლაუკომის დროულად გამოსავლენად აუცილებელია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი. ეს ერთადერთი გზაა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოსაჩენად და მხედველობის შესანარჩუნებლად.
40 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ თვალშიდა წნევის გაზომვა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც გლაუკომით დაავადებულია ოჯახის წევრი.
მხოლოდ დროული დიაგნოსტირებითაა შესაძლებელი დაავადების პროგრესირების შეჩერება“, - აცხადებენ მედიკოსები.