გორის მუნიციპალიტეტის მერია ონკოლოგიურ პაციენტებს ფინანსურად დაეხმარება და საჭირო სამედიცინო კვლევებს 500 ლარის ფარგლებში დაუფინანსებს. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ბენეფიციარებს ასევე დაეხმარება სტაციონარული მკურნალობის ხარჯების გასტუმრებასა (წლის ლიმიტი 500 ლარი) და მედიკამენტებით უზრუნვეყოფაშიც (წლის ლიმიტი 500 ლარი).
„გორის მერია, მოქალაქეებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებას 2023 წელსაც სთავაზობს. ჩვენთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. შესაბამისად, უწყება მოქალაქეებს შესაძლებლობის ფარგლებში ლიმიტირებული ფულადი დახმარებებით მიმდინარე წელსაც უზრუნველყოფს. ზემოხსენებული დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას,“ - ამბობენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: MS.GOV.GE.