საზოგადოება
17.01.2023 13:16
2022 წელს, მსოფლიოში ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა

Unesco-ს ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ჟურნალისტების მკვლელობის 86 შემთხვევა დაფიქსირდა.

ორგანიზაციის სტატისტიკით, 19 ჟურნალისტი მექსიკაში მოკლეს, 10 - უკრაინაში, 9 - ჰაიტიზე.

როგორც Unesco-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულეი აცხადებს, რომ 2022 წლის განმავლობაში მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა საგანგაშო იყო.

„სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა იმისთვის, რომ ბოლო მოეღოს ამგვარ ამ დანაშაულებს და უზრუნველყონ დამნაშავეების გასამართლება და შესაბამისად დასჯა, რომ მოხდეს ამგვარი დანაშაულის პრევენცია“, - განაცხადა Unesco-ს გენერალურმა დირექტორმა.

კვირის ამბები