საზოგადოება
17.01.2023 12:03
NCDC-ში ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC) ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის კოლაბორაციული ცენტრი გაიხსნა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან, კოლაბორაციული ცენტრის  გახსნის გადაწყვეტილება, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელოვანი წარმატების აღიარება და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერაა.

„კოლაბორაციული ცენტრის სტატუსის მინიჭებით საქართველოს ჰეპატიტების ელიმინაციის ეროვნული გეგმებისა და ტესტირების სტრატეგიების შემუშავება, მონიტორინგი, დიაგნოსტიკური ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება, წარმატებული გამოცდილების გაზიარების უფლება და პასუხისმგებლობა ენიჭება. ვირუსული ჰეპატიტის დიაგნოსტიკამ და მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობამ დაავადების მართვის პრობლემა მნიშვნელოვნად შეამცირა“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

კვირის ამბები