გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლებში მოსახლეობას ხვდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაიწყო და მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
„განსახორციელებელ პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით შეარჩევს. პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შერჩევის პროცესი გორის მუნიციპალიტეტში თებერვალში დასრულდება.