მოსახლეობის მაღალი ჩართულობა, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი თანხის საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ხარჯვის საშუალებას იძლევა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესში მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მერის წარმომადგენლებს, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათთან უწყვეტი კომუნიკაცია დაავალა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, მოსახლეობის მაღალი ჩართულობა, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის საჯარო ინტერესების გათვალისწინებით ხარჯვის საშუალებას იძლევა.
ცნობისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრების გრაფიკის შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა მერიის საინფორმაციო არხების(gori.gov.ge, facebook. com) საშუალებით. დაინტერესებულ პირებს, დაგეგმილი და მიმდინარე პროექტების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შეხვედრებზეც შეუძლიათ.