ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა.
საექსპოზიციო დარბაზში საკუთარი შემოქმედება I – VI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს.
ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში 400-მდე მოსწავლე სწავლობს. მოზარდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ისეთ დარგებს ეუფლებიან, როგორიცაა გრაფიკა, ფერწერა, კომპოზიცია, ძერწვა და ხელოვნების ისტორია.
„სკოლის აღსაზრდელებთან მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების მქონე მხატვრები მუშაობენ. სამხატვრო სკოლა მოსწავლეებისთვის მხატვრული უნარების სწორად ჩამოყალიბებას და განვითარების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. მოზარდები იმ მეთოდებს და ტექნიკას სწავლობენ, რომლებიც აუცილებელია მათი ნიჭის განვითარების და პროფესიონალ მხატვრებად ჩამოყალიბებისთვის“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.