დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, საქართველოს რკინიგზისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნებები გამოიწვიოს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
მათი განმარტებით, „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს.
„საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას სთავაზობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.