საზოგადოება
12.01.2023 16:22
მეღვრეკისის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეღვრეკისის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“ ან „ზოგადი პროფილის პედიატრი“ და გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 22 იანვრის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
სამუშაოს დაწყების თარიღად პირველი თებერვალია მითითებული.
კვირის ამბები