ტურიზმი
12.01.2023 13:17
გასული წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 258 454 ვიზიტორი ეწვია

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ გასული წლის შემაჯამებელი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

უწყების ცნობით, წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტს 258 454 ვიზიტორი ეწვია, მათგან 205 221 უცხოელი.

„რაც შეეხება 2022 წლის იანვრიდან წლის ბოლომდე არსებულ ვითარებას, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სტატისტიკა კონკრეტული თვეების მიხედვით ასე გამოიყურება: იანვარში - 4 968 ვიზიტორი, თებერვალში - 4457, მარტში - 6 674, აპრილში - 12 765, მაისში - 30 693, ივნისში -37 582, ივლისში - 36 600, აგვისტოში - 31 467, სექტემბერში - 32 826, ოქტომბერში - 28 737, ნოემბერში - 16 578, დეკემბერში კი, 15 107 დამთვალიერებელი. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსული სტუმრებიდან ადგილობრივი მხოლოდ 53 233 პირი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები