საზოგადოება
12.01.2023 12:56
ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზია ვაკანსიას აცხადებს

ა(ა)იპ ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანტური პოზიცია კვირაში 13-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და გაკვეთილების ჩატარებას IV, VI კლასების მოსწავლეებისთვის გულისხმობს. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას, 310-340 ლარია.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წარმატებით ჰქონდეს ჩაბარებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში.

მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 19 იანვარს ეწურებათ.

მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs.ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.

კვირის ამბები