საზოგადოება
11.01.2023 14:25
ძალზე შეურაცხმყოფელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის მიერ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაკნინებლად მოხსენიება - გორის უნივერსიტეტი

ძალზე შეურაცხმყოფელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაკნინებლად მოხსენიება, - ამის შესახებ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია აღნიშნავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის მხრიდან გორისწ უნივერსიტეტი დეამაკნინებლად იყო მოხსენიებული.

,,საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ ბოლო დროს მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც დამაკნინებლად იქნა მოხსენიებული გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული მიმართულება, საზოგადოებას ვაცნობებთ ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა პოზიციას:

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო და სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებს მინიჭებული აქვთ უპირობო აკრედიტაცია, რომლის განხორციელებაში ჩართულია დიდი და მდიდარი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური პერსონალი. ორივე საგანმანათლებლო პროგრამა გამოირჩევა კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით, რომლებიც დასაქმებულნი არიან როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე კერძო ორგანიზაციებში. ამასთანავე, პროგრამების განხორციელებისას გათვალისწინებულია მოწინავე ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება", - აღნიშნული8ა განცხადებაში.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მოუწოდებს განცხადებების ავტორებს, თავი შეიკავონ უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან.

,,გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალზე შეურაცხმყოფელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი დედის, ქალბატონ გიული ალასანიას მიერ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაკნინებლად მოხსენიება და მოვუწოდებთ განცხადებების ავტორებს თავი შეიკავონ უნივერსიტეტის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებისგან", - აღნიშნულია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები