2022 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ფაქტები, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2022 წლის სტატისტიკაშია აღნიშნული.
უწყების ცნობით, 2022 წლის 11 თვეში სამოხელეო დანაშაულის 533 რეგისტრირებული ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 27.58% ანუ 147 შემთხვევა გაიხსნა. რაც შეეხება გასულ წელს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში კი ამ სახის დანაშაულის 529 ფაქტი აღირიცხა და მათგან 98, ანუ 18.53% გაიხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში სახელმწიფო სტრუქტურებში გაიზარდა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი სიყალბის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების ფაქტები, შესაბამისად, 101.89%-ით, 35.9%-ით, 3.75%-თა და 28%-ით - იანვარ-ნოემბერში სამსახურებრივი გულგრილობის 107, სამსახურებრივი სიყალბის 53, ქრთამის აღების 32 და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების 83 შემთხვევა დაფიქსირდა.
უწყების ოფიციალური სტატისტიკით, ყველა სხვა ტიპის დანაშაული შემცირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში, სამოხელეო დანაშაულის რეგისტრირებული ფაქტებიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების 219 და ქრთამის მიცემის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.