სპორტი
11.01.2023 11:39
გუნდური პირველი ადგილი და გენო პეტრიაშვილის ოქროს მედალი - გორელმა მოჭიდავეებმა ახალი სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყეს

ბათუმში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გორელმა სპორტსმენებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს, ხოლო 125 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა, მან ფინალში თბილისელი სოლომონ მანაშვილი 10:0 დაამარცხა და ახალი სპორტული სეზონი გამარჯვებით დაიწყო.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონატზე გორიდან ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეები ასპარეზობდნენ და შეჯიბრებაზე 8 მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედალი გენო პეტრიაშვილმა (ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლა) მოიპოვა, ვერცხლის პრიზიორი გიორგი გეგელაშვილი გახდა (57 კგ. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სკოლა), ხოლო ბრინჯაოს მედლები ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის წარმომადგენლებმა - გოდერძი ძებისაშვილმა (65 კგ.), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ.), დიმიტრი ჯიოევმა (74 კგ.), მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ.) და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენლებმა - ლუკა ჯანეზაშვილმა (65 კგ.) და თემო ბერუაშვილმა (79 კგ.) აიღეს.

კვირის ამბები