საზოგადოება
10.01.2023 16:28
გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის ხუთი ტენდერი გამოცხადდა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ხუთი ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა მიმდინარეობს.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ სოფლების ჩამონათვალს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება:   

ახალდაბაში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია -  სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეა 1 329 მეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა  860 355 ლარი;

ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - მონაკვეთის სიგრძე 1 582 მ, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 624 070 ლარი;

ქვახვრელში ცენტრალურ გზიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია - მონაკვეთის სიგრძეა 1 708 მეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 760 270 ლარი;

ტინისხიდში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია - მონაკვეთის სიგრძეა 1 487 მეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 589 870 ლარი;

ავტობანიდან სობისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია -  მონაკვეთის სიგრძეა 6 633 მეტრი, პროექტის სავარაუდო ღირებულება კი 4 216 125 ლარია.

 

კვირის ამბები