საზოგადოება
10.01.2023 15:42
სახელმწიფო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სახლებს შეუსყიდის
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 250-მდე ოჯახს სახელმწიფო სახლს შეუსყიდის. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ აღნიშნული ოჯახები სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.

ეკომიგრანტი ოჯახები საცხოვრებელს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავად შეარჩევენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
კვირის ამბები