კულტურა
10.01.2023 12:37
რამდენიმე ქართულ ტრადიციას და რიტუალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, გარკვეულ ქართულ ტრადიციებსა და რიტუალებს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური  დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის მიერ ხელმოწერილ შესაბამის დადგენილებაშია აღნიშნული, სხვა ტრადიციებთან ერთად, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა რთველის ტრადიციას და ,,ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალსაც.

„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა შემდეგ ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება „ბატონებთან“ დაკავშირებული რიტუალური ქმედებები, სიმღერა და წესჩვეულებები საქართველოში“, - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კვირის ამბები