საზოგადოება
10.01.2023 11:59
საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის განაცხადების წარდგენის ვადა 2024 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებაზე მიმართვის, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების და საქართველოს მოქალაქეობის დადგენის მოთხოვნით მიმართვის ვადა ორი წლით გახანგრძლივდა.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგეს, უფლება აქვთსააგენტოს მოქალაქეობის აღდგენისთვის 2024 წლის 31 დეკემბრამდე განცხადებით მიმართონ.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს კი, რომელებსაც არ შეწყვეტიათ საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლით, ასევე უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისათვის 2024 წლის 31 დეკემბრამდე მოგვმართონ განცხადებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები