საზოგადოება
09.01.2023 15:26
პროექტი „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტში გრძელდება

პროექტი „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტში გრძელდება. თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებს ეტაპობრივად სტუმრობენ. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთულ მანქანები სოფლების უმრავლესობას უკვე ეწვივნენ, დარჩენილ დასახლებებს კი, მომდევნო ექვსი დღის განმავლობაში მოივლიან.

დღეს, 9 იანვარს,  გორის მუნიციპალიტეტის მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეი“ შობა-ახალ წელს უფლისციხესა და ქვახვრელში მცხოვრებ პატარებს მიულოცავს.

„გორის მაცნე“ გთავაზობთ განრიგს, როდის და რომელ სოფლებს ეწვევიან თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები პროექტის დასრულებამდე:

10 იანვარი - შავშვები, ხურვალეთი;

11 იანვარი - ნადარბაზევი, ნაწრეტი;

12 იანვარი - წითელუბანი, ქვემო შავშვები;

13 იანვარი - ორთაშენი, თედოწმინდა;

14 იანვარი - ვარიანი, საქაშეთი, შინდისი, ფხვენისი, ხვითი, ნიქოზი.

ცნობისთვის, პროექტს „ბედნიერი ახალი წელი“ გორის მერია თანადაფინანსების ფარგლებში ახორციელებს.

კვირის ამბები