საზოგადოება
03.10.2019 12:25
ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული ბიუჯეტის პროექტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული - გიორგი გახარია

„მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის მხრიდან, მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა ეკონომიკური ზრდა რეალურად აისახოს ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებული ბიუჯეტის პროექტი გამოვიდა საკმაოდ დაბალანსებული, რომელშიც ასახულია სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა, ასევე გათვალისწინებულია ფისკალური დისციპლინა და კაპიტალური ხარჯები სახელმწიფოს მხრიდან,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განსახილველად პარლამენტს უკვე წარედგინა.

 

კვირის ამბები