საზოგადოება
09.01.2023 15:21
ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები - გორის მერია

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, გზები გაწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე.

,,გორის მუნიციპალიტეტში უამინდობის მიუხედავად, გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.

ამინდის გაუარესების გამო, შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, პირველ ეტაპზე გზები გაწმინდა და ტექნიკური მარილი დაყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

მობილიზებულია გორის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და ამინდის კვლავ გაუარესების შემთხვევაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორის მუნიციპალიტეტში უამინდობა და ნალექი მოსალოდნელია 12 იანვრის ჩათვლით.  

კვირის ამბები