საზოგადოება
09.01.2023 12:35
დღესასწაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული უქმეები დასრულდა, ყველა უწყებამ ჩვეულ რეჟიმში განაახლა ფუნქციონირება

ახალი წლის და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული რამდენიმედღიანი უქმეები დასრულდა. დღეიდან, 9 იანვრიდან, ყველა უწყებამ, რომელსაც უქმეები შეეხო, ჩვეულ რეჟიმში განაახლა ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად განისაზღვრა.

მიღებული დადგენილებით, თითოეულ  ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განესაზღვრა მის დაქვემდებარებაში მყოფი და სისტემაში შემავალი სამსახურები და მოსამსახურეები, რომელთა მიმართაც არ გავრცელდა ეს დადგენილება.

კვირის ამბები