დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის, ბაღებში თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
„ზამთრის არდადეგებისთვის გათვალისწინებული იყო 29 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლის არსებული პერიოდი, თუმცა, მოგეხსენებათ, 7 იანვარი შაბათი იყო და შესაბამისად, სასწავლო პროცესი დღეიდან, ორშაბათიდან, 9 იანვარს განვაახლეთ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, სააღმზრდელო დაწესებულებებში კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს“, - აცხადებენ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.