საზოგადოება
09.01.2023 11:53
გორის მუნიციპალიტეტში გზებზე შეფერხებები არ არის - ნიკა ღვინიაშვილი

გუშინ ღამით მოსული თოვლის გამო, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე შეფერხებები არ გვაქვს, გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ განუცხადა.

ნიკა ღვინიაშვილის ინფორმაციით, შეფერხებებთან დაკავშირებით მერიაში ამ დროისთვის ინფორმაცია არ შესულა.

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საავტომობილო გზებზე შეფერხებები არ გვაქვს, გადაადგილება ყველა მიმართულებით შესაძლებელია შეუფერხებლად, პრობლემურ ლოკაციებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ შემოსულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უწყების ქვემდებარე გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამავდროულად, შესაბამის სამუშაოებს ახორციელებდა მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო. პრობლემური ზონები არ გვაქვს, მუნიციპალიტეტის შიდა გზებზე გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი“, - აღნიშნა ღვინიაშვილმა.

კვირის ამბები