გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნალექი თოვლის სახით და დაბალი ტემპერატურა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 9 იანვარს, გორში, 16 საათამდე თოვაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში ნავარაუდევია ყინვა -1-3 გრადუსამდე, ღამის საათებში კი - 6 გრდუსი ყინვა.
უნალექო ამინდი და -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი გორში 10 იანვარს.
მცირე თოვლი, დღისით 0 გრადუსი, ღამის საათებში კი 7 გრადუსამდე ყინვაა ნავარაუდევი 11-12 იანვარს.
13-დან 18 იანვრამდე, სინოპტიკოსები გორში უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა, კვლავ შენარჩუნდება დაბალი ტემპერატურა.