საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენებ გამართეს. გორის კულტურის ცენტრში გამართულ ღონისძიებებს 1800-მდე ბავშვი დაესწრო.
„მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვები წარმოდგენას - „საშობაო ქალაქი“ დაესწრნენ და საჩუქრებიც მიიღეს. საახალწლო წარმოდგენები კულტურის ცენტრის დარბაზში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.