გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 - 8 იანვარს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ღრუბლიანობა და ნალექი.
მთასა და მაღალმთაში ნავარაუდევია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ამავდროულად, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოსალოდნელია ცუდი ხილვადობა.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, 6 იანვარს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, საღამოს საათებში კი მოსალოდნელია ნალექი.
ღრუბლიანობა და მთელი დღის განმავლობაში ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 7 იანვარს. ქალაქის ტერიტორიაზე ნავარაუდევია წვიმა და თოვლჭყაპი, მაღალი ზონის დასახლებებში კი - თოვლი, ქარის სიჩქარე კი 11 მ/წ-ს მიაღწევს.
8-9 იანვარს გორში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, დღის საათებში ჰაერი მხოლოდ +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ნავარაუდევია ყინვა -4 გრადუსამდე.