საზოგადოება
06.01.2023 11:34
დღესასწაულებთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული რამდენიმედღიანი უქმეები დღეს დასრულდება

ახალი წლისა და შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქვეყანაში გამოცხადებული რამდენიმედღიანი უქმეები დღეს დასრულდება და ორშაბათს, 9 იანვარს, ყველა უწყება, რომელსაც უქმეები შეეხო, ჩვეულ რეჟიმში განაახლებს ფუნქციონირებას.

პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დადგენილებით, თითოეულ  ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება ჰქონდა, განესაზღვრა მის დაქვემდებარებაში მყოფი და სისტემაში შემავალი სამსახურები და მოსამსახურეები, რომელთა მიმართაც არ გავრცელდა ეს დადგენილება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ამასთან, აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმეებად განისაზღვრა.

კვირის ამბები