საზოგადოება
05.01.2023 19:00
გორის „ძველ ხიდზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ხიდით სარგებლობა ფეხით მოსიარულეებს უკვე შეუძლიათ
ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები „ძველ ხიდზე“ დასრულდა და ხიდით სარგებლობა ფეხით მოსიარულეებს უკვე შეუძლიათ.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გორის „ძველი ხიდი“ ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების ფარგლებში“, ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით განხორციელდა.

„ძველ ხიდზე“ ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ხიდის სრული რეაბილიტაციის მიზნით, სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განახორციელებს.
ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს.

ცნობისთვის, გორის „ძველი ხიდი“ 1908 წელს აშენდა. ნაგებობა საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს წარმოადგენს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.
კვირის ამბები