საზოგადოება
05.01.2023 15:21
11 და 12 იანვარს, გ. ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლის -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დამატებითი სეანსები დაინიშნა
მაყურებელთა თხოვნით, 11 და 12 იანვარს, გ. ერისთავის სახელობის თეატრში სპექტაკლი - ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დამატებითი სეანსები დაინიშნა.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 10 იანვრის ჩათვლით ჩანიშნულ სპექტაკლებზე ყველა ბილეთი გაიყიდა და აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს.
ყველასთვის საყვარელი ზღაპრის, ვილჰელმ და იაკობ გრიმების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი -„ფიფქია და შვიდი ჯუჯა“, ყოველდღე, 12 იანვრის ჩათვლით, 17:00 საათიდან ელოდება მაყურებელს.

საახალწლო წარმოდგენაში თეატრის მთელი დასი აქტიურად არის ჩართული. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილია. წარმოდგენა არის ორი მოქმედებითა და გასართობ-შემეცნებითი ანტრაქტით“, - ნათქვამია თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
კვირის ამბები