საზოგადოება
05.01.2023 13:27
იანვრიდან პენსიონერები მომატებულ პენსიას აიღებენ
2023 წლის იანვრიდან ყველა პენსიონერი მომატებულ პენსიას აიღებს.
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 770 მლნ. ლარით გაიზარდა, რომლის ყველაზე დიდი ნაწილი პენსიების ზრდას მოიცავს.

„70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 65 ლარით გაიზარდა და განისაზღვრება 365 ლარის ოდენობით, ამავე ასაკის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში, იმის გათვალისწინებით, რომ 20%-იანი დანამატი არსებობს, 438 ლარს შეადგენს.

70 წლამდე პენსიონერთა პენსია 35 ლარით გაიზარდა და 295 ლარს შეადგენს, ხოლო მაღალმთიან დასახლებაში 20%-იანი დანამატის გათვალისწინებით 354 ლარი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირთა დახმარება გაიზარდ 65 ლარით, სხვა კატეგორიის შშმ პირთა დახმარება კი - 35 ლარით.
კვირის ამბები