საზოგადოება
05.01.2023 13:23
აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება - ოთარ შამუგია
აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისთვის, ყველა არსებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგს მოიცავს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ზემოხსენებული პროექტების პარალელურად, სავარგულების აგროვადებში დამუშავების ხელშეწყობისთვის, მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაც იმუშავებს.

„პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში, ბოლო2 წელიწადში, შევძელით, რომ ქვეყანაში შემოგვეყვანა 150 მლნ ლარის ღირებულების ახალი ტექნიკა. მომავალი წლისთვის კი, 17 მლნ ლარი გვაქვს გამოყოფილი, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ფერმერების დაფინანსება და მხარდაჭერა როგორც მოსავლის ამღები, ისე სხვა სახის ტექნიკით უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კვირის ამბები