საზოგადოება
04.01.2023 17:03
დაბადების დღეს ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ მისი ღვაწლი ფასდაუდებელი ერის წინაშე.
,,დაბადების დღეს ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს!
ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი ერის წინაშე.
მისი უწმინდესობა სიკეთის, სიყვარულისა და სიმშვიდის სიმბოლოა. ვულოცავ და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ჩვენი ერის საიმედოდ“, - აღნიშნავს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.

კვირის ამბები