საზოგადოება
04.01.2023 13:58
გორში მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლები განთავსდა

გორში, მიუსაფარი ძაღლებისთვის სახლები დაიდგა და ცხოველები ზამთრის სუსხიან დღეებს თბილ ბუნაგებში გაატარებენ.

შიდა ქართლში მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნაგები ამ ეტაპზე ქალაქის 17 ლოკაციაზე განთავსდა.

„მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაზე გორის მერია შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან გრძელვადიან სტრატეგიაზე, რათა ჰუმანური გზებით მოხდეს მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის შემცირება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები