საზოგადოება
04.01.2023 13:50
თავდაცვის სამინისტრო ახალი სამხედრო კოდექსით იხელმძღვანელებს

2023 წლიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი სამხედრო კოდექსით იხელმძღვანელებს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის დროს განაცხადა.

„შევიმუშავეთ ეფექტიანი სისტემა, სამხედრო სამსახურის პროგრამა იქნება 6-8-11 თვიანი, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ კარიერას აირჩევს, რა თქმა უნდა, იქნება ინტენსიური საბრძოლო-სამხედრო, ასევე თეორიული მომზადება“, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა.

კვირის ამბები