სოფელ გუგტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები ჩავიდნენ. მისიის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. გუგტიანთკარში EUMM-ის ჯგუფის ჩასვლამდე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღანელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და ჟენევის საერთაშირისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს - ტოივო კლაარს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილი ვითარებაზე, ასევე, უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე.
სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ ლითონის ბოძების მონტაჟი განახორციელეს, თუმცა, დღეს, ე.წ. მესაზღვრეები არ გამოჩენილან და არც სამუშაოები განუახლებიათ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება