საზოგადოება
04.01.2023 12:00
შეიძლება, 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადოს, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ კორონავირუსი არსად გაქრება - ივანე ჩხაიძე

კორონავირუსის ხვედრითი წილი არის დაახლოებით 10%, ანუ 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა, ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

პროფესორ ჩხაიძის განცხადებით, შეიძლება, 2023 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადოს, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ კორონავირუსი არსად გაქრება.

,,ამჟამად, ვირუსების გავრცელების ჯამურ ოდენობაში, კორონავირუსის ხვედრითი წილი არის დაახლოებით 10%, ანუ, 10-დან ერთი შემთხვევა კორონავირუსით ინფიცირებაა. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კორონავირუსი არსად გამქრალა. ჩვენ ხშირად ვამბობდით, რომ შესაძლებელია გახდეს ისეთივე სეზონური, როგორც გრიპის ვირუსი. სწორედ ეს მონაცემები ადასტურებს ამას.

2023 წელს, შეიძლება, მოვისმინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომ პანდემიის დასასრულია, რაც არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. ის იქნება, როგორც ჩვეულებრივი ვირუსი და შევეჩვევით. ვაქცინაციის საშუალებით შევებრძოლებით, როგორც გრიპის შემთხვევაში”, - განაცხადა ჩხაიძემ.

კვირის ამბები