საზოგადოება
03.01.2023 14:06
გორში სამი დღის განმავლობაში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 7 იანვრიდან კი ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უახლოესი 3 დღის განმავლობაში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 7 იანვრიდან კი ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს და ბარში მოსალოდნელია ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - თოვლი.

რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს: 3 იანვარს, დღისით, გორში ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამის საათებში ნავარაუდევია +1 გრადუსი.

მზიანი ამინდი, დღისით +11, ღამით კი -4 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი 4 იანვარს.

5 იანვარს, გორში, ნახევრადღრუბლიანი ამინდი, დღისით +8, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი, 6 იანვარს კი დღისით +10, ღამით კი -5 გრადუსია მოსალოდნელი.

6 იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 7-ში მხოლოდ +5 გრადუსი დაფიქსირდება, პარალელურად, გორში წვიმა და თოვლჭყაპი, ზოგიერთ ლოკაციაზე კი თოვაა მოსალოდნელი.

ნალექს თოვლის სახით და დღისით +2, ღამის საათებში კი -2 გრადუს ყინვას ვარაუდობენ სინოპტიკოსები გორში 8 იანვარს.

დაბალი ტემპერატურა და ნალექი შენარჩუნდება 9-10 იანვარსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი დღისით +2 გრადუსს მიაღწევს, ღამის საათებში კი 2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

კვირის ამბები