მომსახურების სააგენტო 3-6 იანვარს ისვენებს, დაეკისრებათ თუ არა ჯარიმები პირებს, რომელთა ავტომობილებს განბაჟება აღნიშნულ პერიოდში უწევს
მომსახურების სააგენტო 3-6 იანვრის ჩათვლით გამოცხადებულ უქმე დღეებზე არ იმუშავებს.
უწყების ინფორმაციით, პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად 9 იანვარი განესაზღვრებათ.
ცნობისთვის, 2022 წლის 31 დეკემბერს მომსახურების სააგენტო იმუშავებს10:00 საათიდან 14:00 საათამდე; 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით მომსახურების სააგენტო არ იმუშავებს, ხოლო 2023 წლის 9 იანვრიდან სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. იმ პირებს, რომლებსაც პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გასვლა 2023 წლის 1 იანვრიდან 8 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2023 წლის 9 იანვრიდან მიეცემათ.