საზოგადოება
28.12.2022 14:18
სოციალურად დაუცველი ბავშვები და შშმ პირები იანვრიდან გაზრდილი სოციალური პაკეტით ისარგებლებენ
2023 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირი სოციალურ პაკეტს გაზრდილი ოდენობით მიიღებს. ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ სტატუსის მქონე ბავშვებისთვის პაკეტი 340 ლარამდე იზრდება, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წელს, შშმ ბავშვების და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემელი 275 ლარი გახდა, ასევე, 2022 წლის ივნისიდან, სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი დახმარება 50 ლარით გაიზარდა და 150 ლარი შეადგინა, 2023 წლის 1 ივლისიდან კი, აღნიშნული დახმარება 200 ლარამდე გაიზრდება.
კვირის ამბები