საზოგადოება
28.12.2022 13:25
იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება
იუსტიციის სახლი 3-6 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. უწყების ინფორმაციით, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის ყველა სერვისი.

„გამონაკლისს წარმოადგენს, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სსიპ მომსახურების სააგენტოს სერვისები. კერძოდ, 3 -6 იანვარს გასაცემი დოკუმენტები მომხმარებლისთვის 9 იანვრიდან იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები