2023 წლიდან დაბადებულ ყოველ მესამე და მომდევნო ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის ოდენობით გაიცემა, იცვლება დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესიც.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში ანაზღაურება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება. აღნიშნული მიმართულებით, სიახლეა პედაგოგებისთვისაც. მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულებით სარგებლობის დროს სრულ ანაზღაურებას მიიღებენ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ