საზოგადოება
28.12.2022 11:11
ახალ წელს გორში უანლექო ამინდია მოსალოდნელი, მოთოვს თუ არა 31 დეკემბერს საქართველოს ზამთრის კურორტებზე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. რაც შეეხება 31 დეკემბერს, ნავარაუდევია +5 გრადუსი და მზიანი დღე, ღამით კი მოსალოდნელია ყინვა -5 გრადუსამდე.

რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, სინოპტიკოსების ცნობით, 28 დეკემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4-დან +8 გრადუსამდე დაფიქსირდება, ღამით კი ნავარაუდევია -1-დან, -5 გრადუსამდე ყინვა.

რაც შეეხება საქართველოს ზამთრის კურორტებს (ბაკურიანი, გუდაური, მესტია...), გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წელს, 31 დეკემბერს თოვა არსად არ არის მოსალოდნელი.

კვირის ამბები