საზოგადოება
27.12.2022 15:50
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა აშენდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში 90 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა.

საქართველოს მუნიციპალური ფონდის ინფორმაციით, სოფელ ქერეს საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. შენობა 90 ბავშვზეა გათვლილი და სკოლაში 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო ეზოც, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ გამყოფი ხაზის სოფელში სკოლის მშენებლობის შედეგად, ბავშვები ინფრასტრუქტურულად გამართულ და კეთილმლწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლის გაგრძელებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც უწყება ავრცელებს.

პროექტი საქართველოს მთავრობამ 1.7 მილიონი ლარით დააფინანსა.

კვირის ამბები